პროექტის
მთავარი იდეა: საქართველოს გეოგრაფიული ობიექტების გაცნობა.
პროექტის
აქტუალობა: გამოარჩიონ მოსწავლეებმა რუკაზე ის გეოგრაფიული ობიექტები,
რომლებიც გაუადვილებს საქართველოს ადგილმდებარეობის განსაზღვრას.
პროექტის
მიზნები:
მოსწავლემ შეძლოს საქართველოს მარტივი რუკის დამზადება.
მონაწილეთა
ასაკი:
9-
10 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 3 დღე.
მოსალოდნელი
შედეგები: შეძლებენ საქართველოს მარტივი რუკის დამზადებას.
პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები: საქართველოს ფიზიკური რუკა, საქართველოს კონტურული რუკა,
მუყაოს ქაღალდი, ფლომასტერები, სხვადასხვა ფერის პლასტილინი, წებო, მაკრატელი, პატარა
ხის ჩხირები, პატარა ფურცლები.
პროექტის
მსვლელობა:
- მოსწავლეებს ვთხოვ, იმუშაონ ჩემი ინსტრუქციის მიხედვით:
·
მუყაოს ფურცელზე დააწებონ ამოჭრილი კონტური.
·
გაიხსენონ, რომელი მხრიდან ესაზღვრება საქართველოს შავი
ზღვა და იმ ადგილას კონტურზე ლურჯი პლასტილინი დააკრან.
·
შემდეგ მონიშნონ კავკასიონის ადგილი და მუქი ყავისფერი
პლასტილინისაგან გამოძერწონ სხვადასხვა სიმაღლის მთები. მონიშნულ ადგილებში დააწებონ
პლასტილინის ,,მთები“.
·
საქართველოს სამხრეთ ნაწილშიც განალაგონ ,,მთები“, ოღონდ
ოდნავ ღია ფერის.
·
მთებს შორის დარჩენილ ადგილებში შეავსონ მწვანე და ღია
ყვითელი პლასტილინით.
·
პატარა ფურცლებზე დააწერონ სახელები: შავი ზღვა, კავკასიონი,
კოლხეთის დაბლობი, საქართველოს სამხრეთ მთიანეთი, კახეთის ვაკე. ფურცლები ჩამოაცვან
ჩხირებზე და ჩაარჭონ შესაბამის ადგილებში.
·
ნამუშევრები შეადარონ საქართველოს ფიზიკურ რუკას, თუ
რამდენად ზუსტად შექმნეს რუკა.
·
ბოლოს მოვაწყობთ მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენას.
საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბუნ.V.7.მოსწავლეს შეუძლია ობიექტების მდებარეობისა
და ურთიერთმიმართების
განსაზღვრა რუკაზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· გამოარჩევს რუკაზე
იმ
გეოგრაფიულ ობიექტებს (მაგ., შავი ზღვა,
კასპიის ზღვა, კავკასიონი), რომლებიც უადვილებს საქართველოს ადგილმდებარეობის
განსაზღვრას;
პროექტის ხელმძღვანელი: თამარ ვაშალომიძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: tamarvashalomidze@gmail.com
No comments:
Post a Comment